ქალთა ისტორიის თვე – მარტი, 2020

ქალთა ისტორიის თვე – მარტი, 2020

მარტში, EWMI ACCESS-ის პარტნიორი არასამათავრობო ორგანიზაციები, ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად, საქართველოს რეგიონებში მრავალფეროვან ღონისძიებებს მართავენ.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“, „ცოდნის კაფე“, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“, „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, პლატფორმა „სალამი“, „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ და „ორბელიანი-საქართველო“, EWMI ACCESS-ის ხელშეწყობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოაწყობენ ფოტოგამოფენებს, პერფორმანსებს, დაჯილდოების ცერემონიებს, ღია დისკუსიებს, კონკურსებს და სხვა აქტივობებს, რომლებიც ქალების უფლებებს და მათ მიღწევებს მიეძღვნება. გამოიცემა პოსტერი ქალების გამოგონებების შესახებ, ასევე გამოიცემა გასულ საუკუნეებში წარმატებული ქალების ისტორიების კრებული.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების შესახებ იხილეთ ქვემოთ:

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ღონისძიებების კალენდარი.

სხვა პარტნიორი ორგანიზციების ღონისძიებების განრიგი.

ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და კანადა) 1987 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია წარმოაჩინოს ქალების მიღწევები და წვლილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში,  მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში, ასევე, წასახალისოს ქალთა პოლიტიკური და სამოქალაქო აქტიურობა და ჩართულობა.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*