მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის

მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის

კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობა, სწავლა-სწავლების პროცესში ამ უნარის განვითარება და მასწავლებლის როლი კრიტიკული აზროვნების გაზრდაში – ამ საკითხებზე სკოლის პედაგოგების ინფორმირების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „განათლება ყველასათვის – საქართველო“, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, თბილისის და რეგიონების სკოლებში საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. პროექტში ჩართულები იყვნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017-2019 წლების ათეულთა კლუბის წევრები, რომლებიც კრიტიკული აზროვნების პოპულარიზაციის მიზნით, მრავალფეროვან აქტივობებში იღებდნენ მონაწილეობას.

კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობისა და ამ უნარის განვითარებაში მასწავლებლის როლის შესახებ ათეულთა კლუბის წევრებმა მოამზადეს და სოციალური მედიით გაავრცელეს ვიდეოები (9 ვიდეო, 140000-ზე მეტი ნახვა). მათ ასევე მოამზადეს კრიტიკული აზროვნების გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, სადაც ახსნილია, თუ რა არის კრიტიკული აზროვნება, რატომ არის ის მნიშვნელოვანი  და რა მეთოდებით შეიძლება ამ უნარის განვითარება. გზამკვლევის უდიდესი ნაწილი  პრაქტიკულ რჩევებს ეთმობა. გარდა ამისა, ათეულთა კლუბის წევრებმა 300-ზე მეტ სკოლის მასწავლებელს კრიტიკული აზროვნების შესახებ მასტერკლასები ჩაუტარეს და შესაბამისი საინფორმაციო მასალა გადასცეს.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც 3 ოქტომბერს ილიაუნიში გაიმართა, ესწრებოდა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, ხელოვნების მასწავლებელი ინდოეთიდან, სვარუპ რავალი, რომელმაც თემატური პრეზენტაცია გააკეთა.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*