საჯარო პოლიტიკის კვლევის, მონიტორინგის და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა

Back to homepage

ACCESS-ის დახმარებით ქართული ანალიტიკური ორგანიზაციები (think tanks) და სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფები (watchdog) საჯარო პოლიტიკის აქტუალური საკითხების და პროცესების მონიტორინგსა და ანალიზს ახორციელებენ. ACCESS-ი არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს, რათა მათი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე გაიზარდოს.  კერძოდ:

საჯარო პოლიტიკისა და ანგარიშვალდებულების საგრანტო პროგრამა  

საჯარო პოლიტიკისა და ანგარიშვალდებულების საგრანტო პროგრამის ფარგლებში თბილისში არსებული ანალიტიკური ორგანიზაციები და სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფები (watchdog), ასევე არასამთავრობო priorityორგანიზაციების კოალიციები ახორციელებენ კვლევით, მონიტორინგის და ადვოკატირების პროექტებს, რომლის ფარგლებში ხდება საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტის კვლევა და მონიტორინგი. საგრანტო პროგრამის პრიორიტეტული თემები საქართველოს დემოკრატიული განვითარების საჭიროებებთან შესაბამისობაშია (ჩამონათვალი იხილეთ მარჯვენა  უჯრაში).

საჯარო პოლიტიკის ფორუმები

თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში ACCESS-ი საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა  საკითხზე დისკუსიებს მართავს. ფორუმებს  მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, უმაღლესი სასწავლებლების, მედიის, კერძო სექტორის, დონორი ორგანიზაციების და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან. ფორუმებზე დამსწრე მრავალფეროვანი აუდიტორია მნიშვნელოვან საკითხებს  სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ტექნიკური მხარდაჭერა

ACCESS-ის პროგრამის საშუალებით ქართულ ანალიტიკურ და მონიტორინგის ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით, საკუთარი ნაშრომების კოლეგა-ექსპერტების მიერ შეფასებით (peer review), ასევე ორგანიზაციული და ტექნიკური დახმარების სხვა შესაძლებლობებით. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ ორგანიზაციული და პროფესიული განვითარების საჭიროებები.

ACCESS-ის საჯარო პოლიტიკის კვლევის, მონიტორინგის და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ნოდარ ტანგიაშვილს, EWMI ACCESS-ის საჯარო პოლიტიკის მრჩეველს, მისამართზე ntangiashvili@ewmi.org.

 

ACCESS არის 6 897 000 აშშ დოლარის  ღირებულების პროექტი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი (EWMI). USAID ადმინიტრირებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების პროგრამებს, რაც მოიცავს 80 -ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*