“ძალა ევროპაშია” – ტელერუბრიკა რუსთავი 2 – ის ეთერში

”ძალა ევროპაშია” – ტელერუბრიკა რუსთავი 2 – ის ეთერში

ზაფხულის შესვენების შემდეგ, რუსთავი 2-ის ტელერუბრიკა #ძალაევროპაშია

განახლებული დროით და ფორმატით გადის ეთერში.

ორ კვირაში ერთხელ, შაბათს, 12:30 სთ-დან, გადაცემა „სხვა შუადღე“ ACCESS-ის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ ტელერუბრიკას #ძალაევროპაშია, რომლის მიზანია მოსახლეობისთვის დასავლეთის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ანტიდასავლური დეზინფორმაციის გაქარწყლება. 10-წუთიანი ტელესიუჟეტის შემდეგ რუბრიკა გრძელდება დისკუსიით, რომელსაც უძღვებიან პოპულარული წამყვანები და მწერლები – ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, ნესტან (ნენე) კვინიკაძე და ქეთი დევდარიანი. წამყვანები მაყურებელს აწვდიან ინფორმაციას დასავლურ ღირებულებებზე და ტრადიციებზე, საუბრობენ თუ რა გვაერთიანებს ქართველებს და ევროპელებს, ასევე, რა კვალი დატოვა საბჭოთა წარსულმა საქართველოს განვითარებაზე და ა.შ. ტელერუბრიკა 2017 წლის ბოლომდე გავა ეთერში.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*