არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვრივალობის დეკლარაციის ხელმოწერა

არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვრივალობის დეკლარაციის ხელმოწერა

9 სექტემბერს, 10:00 სთ-ზე, სასტუმროში Radisson Blu Iveria საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები საზეიმოდ მოაწერენ ხელს ფინანსური გამჭვრივალობის დეკლარაციას, რითიც აიღებენ ვალდებულებას პროაქტიულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია მათი ორგანიზაციების შემოსავლების და დაფინანსების წყაროების, ასევე მიმდინარე საქმიანობების/პროექტების შესახებ. ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.cso.ge, რომლის პრეზენტაციაც გაიმართება ხელმოწერის ცერემონიაზე. ამ ინიციატივის მიზანია არასამთავრობო  ორგანიზაციებში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდა და მოქალაქეების ინფორმრიება მათი საქმიანობების შესახებ. ცერემონიას რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაეწსერებიან.

დეკლარაციის ხელმოწერის პარალელურად სასტუმროში Radisson Blu Iveria გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა/ფორუმი, სადაც ორგანიზაციები წარადგენენ საკუთარ საქმიანობას, დაარიგებენ საინფორმაციო მასალებს და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან დაამყარებენ კონტაქტებს. გამოფენა გაიმართება 10:00 – 12:00 სთ-ებში.

ღონისძიება EWMI ACCESS-ის და CiDA-ს ორგანიზებით იმართება.

Related Articles

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*