სამოქალაქო აქტივისტები რუსთავში სუფთა ჰაერისთვის იბრძვიან

სამოქალაქო აქტივისტები რუსთავში სუფთა ჰაერისთვის იბრძვიან

რუსთავი საქართველოში ატმოსფერული ჰაერის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. ამის მთავარი  მიზეზი ქალაქში არსებული საწარმოებია (40-ზე მეტი საწარმო 400 ჰექტარ მიწის ფართობზე), რომელთა დიდ ნაწილს არ აქვს გამართული ფილტრაციის სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ქარხნები დასახლებულ პუნქტთან ახლოს მდებარეობს, რუსთაველების დიდი ნაწილი არასდროს ყოფილა ამ ტერიტორიაზე და არ უნახავს იქ არსებული მდგომარეობა, ამიტომაც ვერ აღიქვამს პრობლემის სიმძაფრეს.

EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი „გავიგუდეთ“ რუსთავში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად აქტიურად მუშაობს. აგვისტოში მათ რუსთავის საწარმოო ზონაში საინფორმაციო ტურები მოაწყვეს, რათა მოქალაქეებს საკუთარი თვალით ენახათ და კარგად გაეაზრებინათ ქალაქის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა.

ტურებში  მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა. ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნიკოლოზ მუსერიძის თქმით „ის ფონი, რაც ქალაქშია, არაა ასე მძაფრად აღქმადი, მაგრამ დაბინძურება, რომელიც ამ კერებიდან მოდის, ჩვენს ორგანიზმში ხვდება და ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის“.

გუნდი ინტენსიურად იყენებს სოციალურ მედიას ინფორმაციის გასავრცელებლად და მოხალისეების მოსაზიდად, აკვირდება საწარმოების მუშაობას და ჩართულია  კანონშემოქმედებით პროცესში. მათი ჩართულობით, უახლოეს მომავალში რიგ კანონებში შევა ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ჰაერის დაბინძურების შემთხვევების გამოვლენას, დროულად აღკვეთას და დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას.

Related Articles

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*