მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS) ფარგლებში, იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით რეგიონულ ორგანიზაციებს, მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსში (COG) მონაწილეობის მისაღებად.

საგრანტო პროგრამის მიზანია ხელის შეუწყოს მოქალაქეთა აქტიურ და ეფექტიან ჩართულობას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებში, რომელთა მიზანია ადგილობრივი პრობლემების მოგვარება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ, ასევე საგრანტო განაცხადის სააპლიკაციო ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილში EWMI ACCESS COG Grant RfA-GEO 

საგრანტო განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 15 ივლისი, 2016.

კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებს შეუძლიათ საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებული კითხვებით მიმართონ ეკა იმერლიშვილს ელ. ფოსტის მისამართზე – eimerlishvili@ewmi.org. კითხვების დასმა ასევე შესაძლებელია ACCESS–ის პროგრამის ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/EWMI.ACCESS. კითხვებზე პასუხები გამოქვეყნდება ყოველ პარასკევს, 24 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ხშირად დასმული კითხვების ფორმატში.

Related Articles

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*