არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება

Back to homepage

არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით ACCESS-ი ტექნიკური დახმარების პროგრამას ახორციელებს, რომელიც გულისხმობს როგორც ჯგუფურ ტრენინგს არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებისთვის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ინდივიდუალურ მუშაობას მათი საჭიროებების შესაბამისად.

არასამთავრობო ორგანიზაციების ტექნიკური დახმარების კომპონენტს ACCESS-ის პარნიორი ორგანიზაცია – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) ახორციელებს.

ინდივიდუალური მუშაობა არასამთვრობო ორგანიზაციებთან

ACCESS-ის პარტნიორი ორგანიზაცია – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – CTC ACCESS-ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, ასევე ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ტექნიკური დorganizaciuli-ganvitarebis-programaახმარების პროგრამას სთავაზობს, რაც გულისხმობს ორგანიზაციებთან ინდივიდუალურ, მათ საჭიროებებზე მორგებულ დახმარების გაწევას (კონსულტაციები, ტრენინგი, სტრატეგიული დაგეგმვა, დოკუმენტებზე მუშაობა და ა.შ.). პროგრამის ფარგლებში თავდაპირველად ხდება შერჩეული ორგანიზაციების შესაძლებლობების შეფასება წინასწარ განსაზღვრული ინსტრუმენტის (კითხვარის) მეშვეობით, რათა გამოვლინდეს ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები. ამის შემდეგ CTC-ი თითოეულ ორგანიზაციას რამდენიმე თვის განმავლობაში ინდივიდუალურ დახმარებას უწევს.

ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა თანამონაწილეობითი სასწავლო პროცესია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს თავად განსაზღვრონ საკუთარი პრიორიტეტები და ეს პროგრამა მათ ორგანიზაციულ საჭიროებებს მიუსადაგონ. ტექნიკური დახმარების პროგრამა 9 სფეროს მოიცავს (ჩამონათვალი იხილეთ მარჯვენა სვეტში). პროგრამა წელიწადში ორჯერ ცხადდება და ღიაა ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციისათვის. პრიორიტეტი ACCESS-ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს ენიჭებათ. ეს პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება და მასში მონაწილეობა უკვე 15-მა ორგანიზაციამ მიღო.

 

არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკატო ტრენინგკურსი 

ACCESS-ის პარტნიორი ორგანიზაცია – კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC) არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯერებს არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის ხუთთვიან ტრენინგ კურსს სთავაზობს. აღნიშნული ტრენინგ კურსი არის შუალედური ვერსია გრძელვადიან აკადემიურ პროგრამებსა და მოკლევადიან ტრენინგებს შორის და მოიცავს არამომგებიანი ორგანიზაციის მართვისა და პროექტების მართვის ყველა ასპექტს.

ხუთთვიანი სასწავლო პროგრამა შედგება სამი სავალდებულო და ოთხი არჩევითი მოდულისაგან. სერტიფიკატის მისაღებად მონაწილეებმა უნდა გაიარონ სამი სავალდებულო და მინიმუმ ორი არჩევითი მოდული. თეორიული მასალის გაცნობის გარდა მონაწილეებს საშუალება აქვთ საკუთარი ორგანიზაციებისა და პროექტების მაგალითზე პრაქტკული სამუშაოები შეასრულონ.
ტრენინგის მოდულები: 

  • არამომგებიანი ორგანიზაციის ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული განვითარება (სავალდებულო);
  • ლიდერობა და თანამონაწილეობა ორგანიზაციის განვითარებისთვის (არჩევითი);
  • ადამიანური რესურსების მართვა (არჩევითი);
  • არამომგებიანი ორგანიზაციების პროექტების ეფექტური მართვა (სავალდებულო);
  • არამომგებიანი ორგანიზაციის ფინანსები (არჩევითი);
  • სოციალური მარკეტინგი და ფონდების მოძიება (სავალდებულო);
  • ადვოკატირება საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის (არჩევითი).

მონაწილეების შერჩევა ხდება ღია კონკურსის წესით, რომელიც წელიწადში ორჯერ ცხადდება. ყოველ რაუნდზე ხდება 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის შერჩევა. კურსი 2015 წლის ოქტომბერში დაიწო.

პროგრამას აფინანსებს EWMI ACCESS-ი და ის მონაწილეებისთვის სრულიად უფასოა.

 

ქსელური მუშაობის ხელშეწყობა

ACCESS კიდევ ერთი პარტნიორი ორგანიზაცია – სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) ფასილიტაციას უწევს რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს (R-CSN), რომელიც აერთიანებს 70-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოს 10 რეგიონიდან. “სიდა” ორგანიზებას უწევს R-CSN-ის საქმიანობებს, ეხმარება ქსელის წევრ ორგანიზციებს დაფინანსების მოძიებაში, აკავშირებს მათ თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უზიარებს მათ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის საუკეთესო გამოცდილებას და რესურსებს.

 

increazing engagmets

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის წესდება

თანამშრომლობა ბიზნესკომპანიებთან

არასამთავრობო ორგანიზაციების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად “სიდა” ხელს უწყობს რეგიონებში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნესკომპანიებს შორის კავშირის დამყარებას. ამ მიზნით “სიდა” აწყობს მრვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებს და ფასილიტაციას უწევს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის მუშაობას, რომელშიც გაწევრიანებული არიან წამყვანი ბიზნესკომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი 2015 წელს დაფუძნდა და მასში 70-ზე მეტი ბიზნეს, სამოქალაქო და საგანმანათლებლო ორგანიზაციაა გაერთიანებული. კლუბის მიზანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესკომპანიების თანამშრომლობის ხელშეწყობა. კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელია ACCESS-ის პარტნიორი ორგანზიაცია – „სიდა“. ACCESS-ი მხარს უჭერს „სიდა“-ს და CSR კლუბს ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების ტექნიკური დახმარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თამარ გურჩიანს მისამართზე: tgurchiani@ewmi.org

 

ACCESS არის 6 897 000 აშშ დოლარის  ღირებულების პროექტი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი (EWMI). USAID ადმინიტრირებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების პროგრამებს, რაც მოიცავს 80 -ზე მეტი ქვეყნისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას,

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*