ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

21 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) რეფორმის აღსრულების მონიტორინგის შედეგები წარადგინა. კვლევა EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით ჩატარდა და თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე ტესტირების პროცესის მონიტორინგს მოიცავდა. პრეზენტაციაზე მოწვეულმა ექპერტებმა ასევე წარადგინეს ჰაერის ხარისხის შედარებითი ანალიზი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად იმოქმედა ტექნიკურმა ინსპექტირებამ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე თბილისში.

კვლევა ჩატარდა 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში და მოიცავდა როგორც სამაგიდე კვლევას, ასევე სიღრმისეულ ინტერვიუებს, ფოკუსჯგუფებს, ინსპექტირების პროცესზე დაკვირვებას და პტი ცენტრების მომხმარებლების გამოკითხვას. კვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სულ 84,850-მა ავტომობილმა გაიარა. მათგან ხარვეზები ავტომობილების 32%-ს დაუდგინდა, განმეორებით ინსპექტირებაზე კი დახარვეზებული ავტომობილების 30% არ გამოცხადდა.

კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციებია:

  • ტესტირების ცენტრების ინფრასტრუქტურა გამართულია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ტესტირების პროცესიც მოწესრიგებულია და რიგებს ადგილი არ ჰქონია. მომხმარებლებიც ზოგადად კმაყოფილები არიან ცენტრებში მიღებული სერვისებით.
    • რეფორმის ადმინისტრირება საავტომობილო გზებზე თითქმის არ ხდება – ოქტომბრის მონაცემებით, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების გადაჭარბების გამო მხოლოდ 5 ავტომობილი იყო დაჯარიმებული. ამ ეტაპზე საპარტულო ეკიპაჟს არ გაჩნია შესაბამისი აღჭურვილობა, რომ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დონე გაზომოს.
    •  არასრულყოფილია მონიტორინგის სისტემა – პტი რეფორმის წარმატება მეტწილად აკრედიტაციის ცენტრების პერსონალის კეთილსინდისიერებაზე და კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. აუცილებელია დაინერგოს ქმედითი და გამჭვირვალე მონიტორინგის სისტემა.
    • არ არსებობს კონსოლიდირებული ინფორმაცია რეფორმის აღსრულების შესახებ. ამჟამად პტი ცენტრები ინსპექტირებული ავტომობილების შესახებ რამდენიმე დამოუკიდებელ ბაზას აწარმოებენ. ამ ეტაპზე ასევე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ავტოპარკის რა ნაწილმა გაიარა სავალდებულო ინსპექტირება, ვინაიდან, კვლევის ფარგლებში შეუძლებელი იყო ყველა ბაზის მოპოვება. აუცილებელია კონსოლიდირებული საინფორმაციო ბაზის წარმოება. ასევე, გამოვლენილი დარღვევების კატეგორიზაცია.
    • საჭიროა ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი კომუნიკაციის უნარების დახვეწა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა, ევროკომისიის წარმომადგენელმა, არასამთავრობო, კერძო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

მთავრობის წარმომადგენლებმა დამსწრეებს სამომავლო გეგმები გააცნეს, რომლის მიზანია პტი რეფორმის აღსრულების სრულყოფა, მათ შორის ეფექტური მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა.

საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის 2019 წლის გაზაფხულის ბოლოს, მას შემდეგ რაც პტი რეფრომა სრულად შევა ძალაში, განმეორებით ჩაატარებს ანალოგიურ კვლევას.

მონიტორინგის ანგარიში იხილეთ აქ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგი და შეფასება

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*