მიმდინარე გრანტები
სწრაფი რეაგირების გრანტები 2020 წლის არჩევნებისთვის
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი – პროექტის მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნა. პროექტი ყურადღებას ამახვილებს წინასაარჩევნო აგიტაციაში სასულიერო პირების მონაწილეობაზე და სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების ურთიერთდამოკიდებულებაზე. პროექტის ბიუჯეტი – $ 5,000. პროექტის ხანგრძლივობა – 15 ოქტომბერი – 25 დეკემბერი, 2020.
- „განათლება ყველასათვის – საქართველო“ – პროექტის მიზანია მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის დაცვა საარჩევნო პროცესებში იძულებითი მონაწილეობისგან და სკოლების დეპოლიტიზების პროცესის ხელშეწყობა. პროექტის ბიუჯეტი – $ 4,929. პროექტის ხანგრძლივობა – 15 ოქტომბერი – 15 დეკემბერი, 2020.
მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამა (COG)
- კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის –ბავშვის უფლებების ადვოკატირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. პროექტის ბიუჯეტი – $ 19,950. პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი – 31 დეკემბერი, 2020.
- გავიგუდეთ – მოქალაქეების მობილიზაცია და ადვოკატირება რუსთავში ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის. პროექტის ბიუჯეტი – $19,860. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი, 2020 – 15 იანვარი, 2021.
- ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის კვლევის ცენტრი – ფოთში მოსახლეობის გააქტიურება და ადვოკატირება წყლისა და ჰაერის დაბინძურების საკითხებსა და ქალაქის დატბორვის პრობლემებზე. პროექტის ბიუჯეტი – $19,975. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი, 2020 – 15 თებერვალი, 2021.
- „ნაკრესის“ სამცხე-ჯავახეთის ფილიალი – მოხალისე მეხანძრეების გაძლიერებისა და პოლულარიზაციის გზით ბორჯომში მოხალისეობისა და მოქალაქეების ჩართულობის მხარდაჭერა. პროექტის ბიუჯეტი – $19,925. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი, 2020 – 15 თებერვალი, 2021.
- ახალი აზროვნების ინსტიტუტი – მარნეულის სოფლებში „დედების სკოლის“ შექმნა და ქალების გაძლიერება არაფორმალური განათლებლის გზით. პროექტის ბიუჯეტი – $19,397. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი, 2020 – 15 თებერვალი, 2021.
- ორბელიანი – საქართველო – თემზე დაფუძნებული ინიციატივების მხარდაჭერა; თანადაფინანსების (match-funding) მექანიზმის გააქტიურება. პროექტის ბიუჯეტი – $20,000. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი – 15 დეკემბერი, 2020.
- პლატფორმა „სალამი“ – ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ლიდერების უნარებისა და ცოდნის გაზრდა ადვოკატირების ტაქტიკებში, დებატებსა და საჯარო გამოსვლებში. პროექტის ბიუჯეტი – $19,713. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი, 2020 – 15 იანვარი, 2021.
- თბილისი პრაიდი – LGBTQI ადამიანების ოჯახის წევრების მხარდაჭერა და გაძლიერება; მათი უფლებების დაცვა. პროექტის ბიუჯეტი – $19,817. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი – 15 ნოემბერი, 2020.
- გამარჯვებულ ქალთა კლუბი – ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების მხარდაჭერა და მათთვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების მიწოდება; მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე. პროექტის ბიუჯეტი – $20,000. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი, 2020 – 31 იანვარი, 2021.
- სამოქალაქო ინიციატივა „ცოდნის კაფე“ – მოქალაქეების ჩართვა წნორში „ცოდნის კაფეს“ ასაშენებელ კამპანიაში და სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში. პროექტის ბიუჯეტი – $19,572. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი, 2020 – 15 თებერვალი, 2021.
- სამოქალაქო აქტივობების ცენტრი – საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მათი ჩართვა ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში. პროექტის ბიუჯეტი – $20,000. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი – 15 დეკემბერი, 2020.
- ქალები საქართველოდან – პოპულარული ონლაინ პლატფორმის – „ქალები საქართველოდან“ – მხარდაჭერა; ქართულ საზოგადოებაში არსებული გენდერული უთანასწორობის პრობლემების გამოკვეთა; ქალების მრავალფეროვანი და სირთულეებით სავსე გამოცდილების გაზიარება. პროექტის ბიუჯეტი – $19,991. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი – 15 ოქტომბერი, 2020.
საჯარო პოლიტიკის მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების გრანტები (PPAG)
- „აი ემ დი სი აი“ (Internet Monitoring for Democratic Civil Action) – პოპულარული Facebook გვერდის – „ვინ ვინ არის“ – მხარდაჭერა და გაძლიერება. Facebook-ში ყალბი ანტიდასავლური გვერდებისა და მომხმარებლების (ე.წ. ბოტებისა და ტროლების) იდენტიფიცირება და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირება. პროექტის ბიუჯეტი – $ 40,513. ხანგრძლივობა: 15 აპრილი – 15 ოქტომბერი, 2020.
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)– 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სოციალურ მედიაში დეზინფორმაციული და მადისკრედიტირებელი კამპანიების კვლევა. სოციალური მედიით მანიპულირების პრევენციისთვის Facebook-თან კომუნიკაცია. პროექტის ბიუჯეტი – $ 69,624. ხანგრძლივობა: 15 აპრილი, 2020 – 15 აპრილი, 2021.
- on.ge და ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორია (DFR Lab)– 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რუსული „გავლენის ოპერაციებისა“ და დეზინფორმაციული კამპანიების გამოვლენა. საგამოძიებო ჟურნალისტიკა.a პროექტის ბიუჯეტი – $ 59,800. ხანგრძლივობა: 15 აპრილი, 2020 – 15იანვარი, 2021.
- საქართველოს გაეროს ასოციაცია– საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილებაზე დაყრდნობით დემოკრატიულ ღირებულებებსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე პოზიტიური ნარატივების შექმნა; ამ საკითხებზე ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება. პროექტის ბიუჯეტი – $ 40,087.29. ხანგრძლივობა: 15 აპრილი, 2020 – 15იანვარი, 2021.
- სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველო– „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ Facebook გვერდის მეშვეობით ანტიდასავლური დეზინფორმაციის გამოვლენასა და გაქარწყლებაში მოქალაქეების ჩართვა (crowd sourcing). პროექტის ბიუჯეტი – $ 68,890. ხანგრძლივობა: 15 აპრილი, 2020 – 15 თებერვალი, 2021.