არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების თანამშრომლობის გაძლიერება

Back to homepage

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიური ჩართვა და არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაზრდა ACCESS-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ მიზნების მისაღწევად ACCESS-ი სხვადასხვა მიდგომას იყენებს:

მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამა

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება არასამთვრობო ორგანიზაციების პროექტები, რომლებიც ადგილობრივ მოქალაქეებს სხვადასხვა ადგილობრივ ინიციატივაში რთავენ. პროექტები აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს რეგიონებში და მიმართული უნდა იყოს რეგიონისთვის მწვავე და აქტუალურ საკითხებზე. პროექტის აქტივობები შეიძლება იყოს: საინფორმაციო კამპანია, ადვოკატირების კამპანია, მოსახლეობის უნარების გაძლიერება საკუთარი უფლებების დაცვის და ადგილობრივი პრორბლემების გადაჭრის საკითხებში, ადგილობრივი პრობლემის გადასაჭრელად მოქალაქეთა მობილიზება და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმები

EWMI, “სიდა” და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმებს ატარებენ. ფორუმების მიზანია მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაიცებს, კერძო სექტორს, სახელმწიფო  ინსტიტუტებსა და მედიას შორის ურთიერთობის გაღრმავება.

საუკეთესო გამოცდილებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გაზიარება

ACCESS-ის პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ტარდება შეხვედრები, სადაც მოწვეული ექსპერტები და აქტივისტები დაინტერესებულ პირებს უზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას სამოქალაქო აქტივიზმზე, სამოქალაქო კამპანიების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე, სამოქალაქო ჩართულობის სხვადასხვა მეთოდზე და ა.შ. შეხვედრებზე ასევე განიხილება საქართველოში სამოქალაქო სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევები და შესაძლო გამოსავლის გზები.

 

ინოვაციური ტექნოლოგიები

ACCESS-ი პოპულარიზაციას უწევს არასამთავრობო სექტრში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. ამ ტექნოლოგიების გამოყენებით (მაგ: ონლაინპლატფორმები) არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ მოხალისეების მოზიდვა, გამოკითხვების ჩატარება, მოსახლეობის მობილიზაცია, მთავრობასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ბიზნესკომპანიებთან  დაკავშირება და ა.შ.

 

ACCESS არის 6 897 000 აშშ დოლარის  ღირებულების პროექტი, რომელსაც აფინანსებს  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)  და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი (EWMI). USAID ადმინიტრირებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების პროგრამებს, რაც მოიცავს 80 -ზე მეტი ქვეყნისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*