EWMI ACCESS-ის დახმარებით ინკლუზიური ხელოვნება მეტად ხელმისაწვდომი ხდება

EWMI ACCESS-ის დახმარებით ინკლუზიური ხელოვნება მეტად ხელმისაწვდომი ხდება

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის“, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების სოციალური ინტეგრაციის და რეაბილიტაციის მიზნით ინკლუზიური ხელოვნების სწავლების მეთოდების დანერგვა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 15-მა პედაგოგ-თერაპევტმა  ინკლუზიური ხელოვნების სამ დარგში (დრამათერაპია, მუსიკათერაპია და ინკლუზიური ცეკვა) ოთხთვიანი  გადამზადება გაიარა. პარალელურად, ისინი სამი თვის მანძილზე 60 შშმ ბავშვს ონლაინგაკვეთილებს უტარებდნენ. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა საჩვენებელი ვიდეოგაკვეთილები და სახელმძღვანელო “ხელოვნება ინტეგრაციისთვის”. ამ რესურსებით ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია გაეცნოს ინკლუზიური ხელოვნების სწავლების მეთოდებს და შშმ ბავშვებს შესაბამისი სერვისები შესთვაზოს.

პროექტის შედეგად დაგროვილი ცოდნის საფუძველზე, ორგანიზაციამ  სინთეზური თერაპიული მოდელი შექმნა, რომლის ფართოდ დასანერგად კულტურის სამინისტროსგან დაფინანსება მიიღო.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*