ჟირაფი ჟოზე ბავშვებს ახალი კორონავირუსის შესახებ უყვება

ჟირაფი ჟოზე ბავშვებს ახალი კორონავირუსის შესახებ უყვება

COVID-19-თან გამკლავების მთავარი იარაღი თვითიზოლაცია და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვაა. ეს ახალი რეალობა ძალზედ უჩვეულო და ხშირად გაუგებარია    ბავშვებისთვის. ისინი ვერ ხვდებიან, თუ რატომ აღარ დადიან ბაღში/სკოლაში, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ხელების დაბანა და ა.შ.

ვირუსის შესახებ ბავშვების მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმირებისთვის სტუდია „ველოსიპედი“ პოპულარული საბავშვო ანიმაციური ფილმის – „ჟირაფი ჟოზეს“ – სპეციალურ სერიებსა და პოსტერებს ამზადებს. ანიმაციური სერიები და პოსტერები გავრცელდება სოციალური ქსელით, საბავშვო ტელეარხებით და საბავშვო ბაღების აღმზრდელების დახმარებით.

პროექტს აფინანსებს EWMI ACCESS-ი სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

იხილეთ პირველი სერია. 

 

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*