კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის საერთო კრება

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის საერთო კრება

26 სექტემბერს CSR კლუბის საერთო კრება გაიმართა, რითიც გაიხსნა რიგით მესამე CSR კვირეული – ღონისძიებების ციკლი, რომლის მზიანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების პოპულარიზაცია და ამ კუთხით საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. კვირეულის ფარგლებში 1-დან 5 ოქტომბრამდე გაიმართება დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწორების პრევენცია; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გაძლიერება და მათი დასაქმება ბიზნესსექტორში; ნარჩენების მართვის საკითხებში მწარმოებლების გაფართოებული პასუხისმგებლობა; ბიზნესის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და სხვ.

საერთო კრებაზე მოხდა კლუბის წლიური ანგარიშისა და CSR სკოლის კონცეფციის წარდგენა. CSR სკოლა წარმოადგენს სასერტიფიკატო კურსს, სადაც დაინტერესებული პირები  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს და ამ მხრივ საუკეთესო პრაქტიკებს გაეცნობიან. ასევე დაანონსდა კონკურსი კორპორაციული მდგრადობის ჯილდოზე, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოცხადდება. კონკურსის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო ბიზნესპროექტები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის შეტანილი წვლილისთვის. ჯილდოები გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
• ხარისხიანი განათლება
• გედნერული თანასწორობა
• ღირსეული სამუშაო პირობები და ეკონომიკური ზრდა
• მდგრადი ქალაქები და დასახლებები
•  პარტნიორობა მდგრადი განვითრების მიზნების მისაღწევად

საერთო კრებაზე CSR კლუბში 8 ახალი წევრი მიიღეს („ალფა“, „სოკარ ჯგუფი“, „Georgian Water and Power“, „ანაკლია დეველოპმენტი“, „კარფური“, ფინანსთა სამინისტროს აკადემია, „სოციალური პოლიტიკის და განვითარების ინსტიტუტი“, და „ორბელიანი საქართველო“). ამჟამად კლუბში უკვე 87 ორგანიზაციაა გაწევრიანებული. კრებაზე ასევე კლუბის გამგეობოს სამი ახალი წევრი აირჩიეს („დიო“, „თიბისი ბანკი“ და „თბილისი მოლი“).

CSR კლუბი 2015 წელს EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანზიაცია „სიდას“ და მარკეტინგული კომპანია „ჯეპრას“ ინიციატივით დაარსდა. კლუბი აერთიანებს ბიზნეს, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს და მისი მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*