სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის საერთო კრება

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის საერთო კრება

18 და 19 დეკემბერს, EWMI ACCESS-ის და „სიდას“ ორგანიზებით გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წლიური საანგარიშო კრება, რომელსაც 60-ზე მეტი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. R-CSN-ი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ყველაზე დიდი ქსელია, რომელშიც 69 რეგიონული ორგანიზაციაა გაერთიანებული. ქსელი EWMI-ის და CiDA-ს ხელშეწყობით 2012 წლის დეკემბერში დაარსდა და მისი მიზანია რეგიონული ორგანიზაციების გაერთიანება ადვოკატირების კამპანიების წარმატებით განხორციელებისთვის. ქსელის წევრი ორგანიზაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს, სამოქალაქო კამპანიებს და ა.შ.

წლიურ საანგარიშო კრებაზე ქსელის წევრებმა ბოლო წლის საქმიანობები შეაფასეს  და ქსელის გასაძლიერებლად პრიორიტეტები დასახეს. შეხვედრაზე იმ კვლევებისა და კამპანიების პრეზენტაცია გაიმართა, რომლებშიც R-CSN-ი 2017 წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა. ესენია: საინფორმაციო კამპანია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ; ქალი ამომრჩევლების  საჭიროებების კვლევა და კვლევის შედეგების გაცნობა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის; შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია და სხვ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებმაც აქტიური სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვრივალობის პრიზით დაჯილდოების გარდა, ქსელის გამგეობამ გამოავლინა და დააჯილდოვა ქსელის ყველაზე აქტიური წევრი ორგანიზაციები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქსელური პროექტების და კამპანიების განხორციელებაში. „სიდა“ მომავალშიც განაგრძობს ქსელის ფასილიტაციას.

Related Articles

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*