COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების საგრანტო პროგრამა სამოქალაქო აქტივივისტებისა და მოქალაქეთა ჯგუფებისთვის

COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების საგრანტო პროგრამა სამოქალაქო აქტივივისტებისა და მოქალაქეთა ჯგუფებისთვის

საგრანტო თანხა:                                 $500-დან $5000-მდე

პროექტების ხანგრძლივობა:            1 თვიდან – 3 თვემდე  

განაცხადების შემოტანის ვადა:        ღია

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი (ACCESS) აცხადებს COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების საგრანტო პროგრამას სამოქალაქო აქტივივისტების, მოქალაქეთა ჯგუფებისა და სამოქალაქო მოძრაობებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მოქალაქეებს და სამოქალაქო ჯგუფებს, რეაგირება მოახდინონ COVID-19-ის პანდემიის შედეგად  წარმოქმნილ პრობლემებზე. საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო აქტივიზმს შემდეგი მიმართულებებით:

  • COVID-19-ის გავრცელების შემცირება საქართველოში
  • COVID-19-ის შედეგების შემსუბუქებაში მონაწილეობა
  • ყველაზე მოწყვლადი და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების მხარდაჭერა
  • პანდემიაზე რეაგირებაში სამოქალაქო ხმების გაძლიერება
  • COVID-19-ისპანდემიით გამოწვეული სხვა პრობლემების მნიშვნელოვან მხარეებზე ეფექტური რეაგირება.

COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების საპროექტო იდეების შემოტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს საგრანტო ფონდის ამოწურვამდე. EWMI ACCESS-ი მიღებულ საპროექტო იდეებს უმოკლეს ვადაში  – 3-7 დღეში განიხილავს.

COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების გრანტები ნატურალური ფორმის (in-kind) გრანტებია, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა აქტივობის ხარჯს პირდაპირ EWMI ACCESS-ი დაფარავს. აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ საქონლის/სერვისის და მიმწოდებლების სია შესაბამისი ფასების მითითებით.

COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების გრანტებით არ დაფინანსდება:

  • მიმდინარე პროექტები
  • სერვისის პირდაპირი მიწოდება, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარება
  • ისეთი აქტივობები, რომლებიც იმეორებს არსებულ ინიციატივებს და
  • უკვე გაწეული ხარჯები

აპლიკანტებმა ელეტრონულად, ინგლისურ ან ქართულ ენაზე უნდა გამოაგზავნონ  შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: grants@ewmi.org. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ „COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების გრანტი“. სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართში.

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ანი ნიქაბაძეს, EWMI ACCESS-ის სამოქალაქო ჩართულობის კოორდინატორს, ელ. ფოტის მისამართზე anikabadze@ewmi.org .

სააპლიკაციო ფორმა – EWMI ACCESS_Covid Response Grants for Citizens_Application Form_GEO

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*