სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

Back to homepage

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2002 წლის 13 აგვისტოს დაფუძნდა. სიდა მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე – პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

ღირებულებები

  • პროფესიონალიზმი – რაც საქმის ცოდნასა და ყველა შესასრულებელი სამუშაოსადმი გულმოდგინე მიდგომას გულისხმობს. აღებული პასუხისმგებლობის გააზრება, ვალდებულებათა დროულად და ხარისხიანად შესრულება და პროფესიული ცოდნის სრულყოფისკენ სწრაფვა სიდა–სთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
  • სამართლიანობა – სიდა–ს საქმიანობას საფუძვლად უდევს პროფესიული ეთიკა, კეთილსინდისიერება და კომპრომისი. ეს ყველაფერი სამართლიანი საზოგადოების შექმნის წინაპირობაა.
  • გამჭვირვალობა – ორგანიზაციის საქმიანობა საზოგადოების ყველა წევრისთვის არის გამჭვირვალე და ინფორმაცია სიდა–ს შესახებ არის საჯარო და ხელმისაწვდომი.
  • ტოლერანტულობა – სხვადასხვა სოციალურ ჯგუფების მიმართ შემწყნარებლობა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა სიდა–ს თანამშრომლების ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა.

ძირითადი მიმართულებები:

  •  სამოქალაქო საზოგადოების ქსელის განვითარება მოსახლეობის პირველადი პრობლემების გამოვლენისა და მათი ინტერესების დაცვისთვის.
  • სიღარიბის დაძლევა ადგილობრივი თემების პირდაპირი მონაწილეობით, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებით.
  • მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება ქვეყნის განვითარებისთვის, მიგრანტთა უფლებებისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფით.
  • სამოქალაქო ინტეგრაცია და ნდობის მშენებლობა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნეს სექტორების მრავალფუნქციური კავშირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით, რათა მათ უზრუნველყონ დევნილების, ეროვნული უმცირესობების, კანონთან წინააღმდეგობაში მყოფებისა და სოციალურად დაუცველების ინტეგრაცია და განვითარება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის ვებგვერდი www.cida.ge

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*