მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსი (COG)

მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსი (COG)

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS) ფარგლებში, იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით რეგიონულ ორგანიზაციებს, მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო (COG) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საგრანტო პროგრამის მიზანია მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაახლოება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითების მოგვარების მიზნით.  შესაბამისად, საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებში მოქალაქეების აქტიურ და ეფექტიან ჩართულობას.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს კითხვებით შეუძლიათ მიმართონ ეკა იმერლიშვილს ელ. ფოსტის მისამართზე – eimerlishvili@ewmi.org. კითხვების დასმა ასევე შესაძლებელია ACCESS–ის პროგრამის ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/EWMI.ACCESS. კითხვებზე პასუხები გამოქვეყნდება ყოველ პარასკევს, 26 ნოემბერიდან 18 დეკემბერის ჩათვლით.

საგრანტო პროგრამის ვადები

კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება 26 ნოემბერი, 2015
ღია კარის დღე/ონლაინ კუნსულტაცია 4 დეკემბერი, 2015
კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების წარდგენის ბოლო ვადა 14 დეკემბერი, 2015
ACCESS-ის მხრიდან კითხვებზე პასუხის გაცემის  ბოლო ვადა 18 დეკემბერი, 2015
საგრანტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 24 დეკემბერი, 2015 16:30 სთ
საგრანტო განაცხადების შეფასება 18 იანვარი, 2016
გამარჯვებული საგრანტო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება 25 იანვარი, 2016

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ: COG – GEO

Related Articles

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*