მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამა

მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამა

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ პროექტი (ACCESS) იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით, რეგიონულ ან/და  რეგიონებში მოქმედ ორგანიზაციებს, „მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამაში“ (COG) საპროექტო იდეების წარსადგენად. საგრანტო პროგრამის მიზანია COVID-19-ის პანდემიის დროს მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვა და კრიზისზე საპასუხო ნაბიჯების შემუშავების პროცესში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

პროგრამის მიზნები:   

საგრანტო პროგრამის მიზანია, გააძლიეროს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირველ კვირებსა და თვეებში გამოვლენილი სამოქალაქო სოლიდარობისა და ერთიანობის მუხტი და ამისთვის მხარი დაუჭიროს პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს: ა) ადგილობრივი თემებისა და სამოქალაქო ჯგუფების მობილიზებას; ბ) მათი ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირების ინფორმირებას და გ) ანტიკრიზისული სტრატეგიის შემუშავების პროცესის დეცენტრალიზებას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მაქსიმუმ 6 პროექტი. თითოეული პროექტის ბიუჯეტი 20,000 აშშ დოლარს, ხოლო ხანგრძლივობა 8 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

აპლიკაციები მიიღება ინგლისურ ან ქართულ ენაზე. აპლიკაცია გამოგზავნეთ ელ. ფოსტით მისამართზე grants@ewmi.org. ელ. ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ COG PROGRAM.

საპროექტო იდეების წარდგენის ბოლოო ვადა – 6 ნოემბერი, 2020.

დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა დანართებით ნახეთ  აქ – COG – GEO 

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*