დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები: დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობა

Back to homepage

2011 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით საქართველოს 10  ქალაქში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები დაარსდა, რომლებიც მოქალაქეებს  საჯარო დისკუსიების გასამართად პოლიტიკურად ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობენ. ცენტრებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და ჯგუფს, მიუხედავად მათი პოლიტიკური თუ სოციალური კუთვნილებისა.

დემოკრატიული ჩართულობის ყოველ ცენტრს აქვს 60-70 ადამიანზე გათვლილი შეხევდრების ოთახი, ასევე 10-15 ადამიანზე გათვლილი მცირე შეხვედრების ოთახი, ინტერნეტში ჩართული 5 კომპიუტერი და მცირე ბიბლიოთეკა. თითოეულ ცენტრს ჰყავს 2 თანანშრომელი, რომლებიც კოორდინაციას უწევენ ცენტრის მუშაობას. შეხვედრის ოთახების დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში საიტის www.cce.ge მეშვეობით.
ცენტრის სხვა სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია წინასწარ დადგენილი წესების მიხედვით.

ხარისხიანი სერვისების გამო ცენტრებთან აქტიურად თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია ორგანიზაციები, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. 2011-2016 წლებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გაიმართა 21 000 დისკურსია, რომელშიც ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცენტრების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში, ვინაიდან იქ მოქალაქეთა ჩართულობისა და აქტივიზმის წასახალისებლად საკმაოდ მწირი რესურსებია.

2015 წლის ინვრიდან  ცენტრებს ACCESS-ის პროგრამა უწევს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. 2016 წლის წლის მაისში ACCESS-ის დახმარებით ცენტრები დამოუკიდებელ ქსელად დარეგისტრირდა. დენმოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელს ამჟამად 22 თანამშრომელი ჰყავს და მმართველობის დამოუკიდებელი სტრუქტურა გააჩნია.

ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად 2016 წლის ივლისიდან ცენტრებში ფასიანი სერვისები დაინერგა, კერძოდ: საკონფერენციო ოთახის გაქირავება, შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, ღონისძიებების უზრუნველყოფა კვებით და ა.შ. თუმცა, სერვისები უფასო დარჩა ადგილობრივი (რეგიონებში მოქმედი) არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის, თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.cce.ge ან დუკავშირდით ირაკლი კუციას, ACCESS-ის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების პროგრამის მენეჯერს მისამართზე ikutsia@ewmi.org, და ნინო ჟვანიას, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელ დირექტორს მისამართზე nzhvania@cce.ge.

ACCESS არის 6 897 000 აშშ დოლარის  ღირებულების პროექტი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი (EWMI). USAID ადმინიტრირებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების პროგრამებს, რაც მოიცავს 80 -ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*