კამპანია წნორში ცოდნის კაფეს ასაშენებლად

კამპანია წნორში ცოდნის კაფეს ასაშენებლად

მაისიდან, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, წნორში ცოდნის კაფეს ასაშენებლი კამპანია #დადეშენიაგური ახალი ენერგიით განახლდა. ცოდნის კაფესადმი ინტერესისა და ყურადღების გასაზდელად, კაფეში საინტერესო დისკუსიები გამართეს მოწვეულმა სტუმრებმა – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, ლადო აფხაზავამ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ – ნინო ზამბახიძემ. 26 მაისს კი  თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებს შეეძლოთ ცოდნის კაფეს სტენდთან 5, 10, 20 და 30 ლარიანი აგურები შეეძინათ. წვიმიანი დღის მიუხედავად, 64-მა მოქალაქემ საკუთარი აგური დადო ცოდნის კაფეს ასაშენებლად.

რამდენიმე წლის წინ, ახალგაზრდებმა ქ. წნორში (კახეთი) არფორმალური განათლების ცენტრის (ცოდნის კაფეს) გახსნა გადაწყვიტეს. ცოდნის კაფეში ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია თავად ჩაატაროს, ან მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში, ტრენინგებში და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში. კაფეში ასევე განთავსებულია წიგნის მაღაზია ყველაზე დაბალი ფასებით. რიგითი მოქალაქეების  დახმარებით, ცოდნის კაფეს უკვე საკუთარი მიწა აქვს, თუმცა საჭიროა თანხის შეგროვება შენობის ასაშენებლად. ამჟამად ცოდნის კაფე ნაქირავებ შენობაში ფუნქციონირებს.
თანხის გადარიცხვის მსურველები ეწვიეთ შემდეგ ლინკს – http://www.codnebi.ge/donate/

 

 

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*