ACCESS-ი საგზაო უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას უჭერს მხარს

2016 წლის 20 მაისს EWMI ACCESS-ის ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების საკთხებზე საჯარო პოლიტიკის ფორუმი გაიმართა. ფორუმის მონაწილეებმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი მთავრობას კონკრეტული რეკომენდაციები შესთავაზეს.  იმისათვის, რომ გაგრძელებულიყო ფორუმზე წამოჭრილ პრობლემებზე მუშაობა, EWMI ACCESS-ის დაფინანსებით დაიწყო ახალი პროექტი, რომლის მიზანია საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და პრობლემების გადასაჭრელად ეფექტიანი საკანონმდებლო ინიციატივების დანერგვა (მაგ: მართვის მოწმობის ქულათა სისტემა, მობილური კამერები და ა.შ.). პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია – “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”  სხვა არასამთვარობო ორგანიზაციებთან კოალიციაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების კუთხით მძიმე მგომარეობაა, როგორც მოსახლეობა, ასევე მთავრობა ნაკლებ ყურადღებას უთმობს ამ პრობლემებს. პროექტის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, და ადვოკატირების კამპანია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების დასანერგად.

Related Articles

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*