ACCESS: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საქართველოში
სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი (ACCESS) არის 8,996,947 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი (EWMI). პროექტის ადგილობრივი პარტნიორები არიან კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC) და სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა).
ACCESS -ის ზოგადი მიზანია (I) მოაქლაქეების ნდობისა და ჩართულობის გაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებში და (II) არასამთავრობო ორგანიზაციების სტაბილური განვითარების ხელშეწყობა.
ACCESS-ის ძირითადი ამოცანებია: (1) არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიური ჩართვისა და არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობა; (2) ქვეყნის მასშტაბით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უნარებისა და მდგრადობის გაძლიერბა; (3) ანალიტიკური ორგანიზაციების ხელშეწყობა პოლიტიკური პროცესების მონიტორინგის, ანალიზისა და ადვოკატირების პროცესში; (4) საქართველოს 10 რეგიონში მოქმედი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ორგანიზაციული გაძლიერება, რომ მათ დამოუკიდებლად განაგრძონ ფუნქციონირება.
ამ ძირითადი ამოცანების მისაღწევად, ACCESS-ი სხვადასხვა მიდგომას იყენებს: საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საჯარო პოლიტიკის კვლევისა და მონიტორინგის პროექტები, ასევე მოქალაქეების მობილიზაციის და ჩართულობის პროექტები; ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ორგანიზაციული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება; მრავალფეროვანი დისკუსიები, ფორუმები და სხვა ტიპის ღია შეხვედრები მნიშვნელოვან საკითხებზე ხელს უწყობს დიალოგს მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობას და ბიზნესს შორის.
ACCESS-ის ღონისძიებებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალების, ახალგაზრდების და უმცირესობების ჩართულობას. ACCESS-ი პოპულარიზაციას უწევს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსახლეობასთან მეტად დაახლოების და მათი ინტერესების უფრო ეფექტიანად დაცვის საშუალებას აძლევს.