დიკუსია – მოსახლეობის დამოკიდებულება ევროინტეგრაციისადმი და კომუნიკაციის სახელმწიფო სტრატეგია

დიკუსია – მოსახლეობის დამოკიდებულება ევროინტეგრაციისადმი და კომუნიკაციის სახელმწიფო სტრატეგია

Invitation - MDF15 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ACCESS-ის ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე – საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები და ევროინტეგრაციის კომუნიკაციის სახელმწიფო სტრატეგია.

შეხვედრაზე გაიმართა კვლევის „ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი“ 1aaშედეგების და ძირითადი რეკომენდაციების პრეზენტაცია. აღნიშნული გამოკითხვა ACCESS-ის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციამ  “მედიის განვითარების ფონდი (MDF)”  2015 წლის სექტემბერში საქართველოს 13 ქალაქში 17-იდან 35 წლამდე ასაკის რესპონდენტებში ჩაატარა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას მხარს უჭერს ახალგაზრდათა 78.5%, რაც NDI-ს  მიერ ჩატარებული კვლევის საერთოეროვნულ მაჩვენებელზე (61%) გაცილებით მაღალია. თბილისში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა 82.5%-ია, სხვა ქალაქებში – 74%. თუმცა ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში (54%). გამოკითხულ ახალგაზრდათა მხოლოდ 14,3% თვლის, რომ ძალიან კარგად ან კარგად არის ინფორმირებული ევროპასთან საქართველოს დაახლოების პროცესის შესახებ, მაშინ როდესაც აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ან ძალიან დაინტერესებულია გამოკითხულთა 65,4%.

ახალგაზრდების 80% ქვეყანაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციას იღებს ტელევიზიიდან, 49% კი სოციალური მედიიდან. ამასთან, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ახალგაზრდების 30% ქართულ სატელევიზიო არხებს არ უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ცნობადობა ახალგაზრდებში არის საკმაოდ მაღალი (38.3%), კვლევით გამოჩნდა სახელმწიფო სტრატეგიის შეზღუდული ეფექტი. კომუნიკაციის იმ ფორმებიდან, რაც მოცემულია „ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიაში 2014-2017 წლებისთვის“, დაბალი ან საკმაოდ დაბალია ევროინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევები – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი (9.4%), ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები (6.4%), ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები (7.1%), სკოლა (6.6%), რელიგიური ლიდერები (2.9%).

გამოკითხულ ახალგაზრდათა საკმაოდ დიდი რაოდენობა  საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შესახებ ინფორმაციას არაფორმალური წყაროებიდან იღებს: მეგობრები (42,4%), ოჯახის წევრები და ნათესავები (39,3%), მეზობლები (18,4%). ახალგაზრდები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესიდან ყველაზე მეტად  ქვეყნის განვითარებას, ცხოვრების დონის გაზრდას და ეკონომიკის გაჯანსაღებას მოელიან (63.8%), თუმცა მათ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია აქვთ სწორედ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) და კონფლიქტების მოგვარებაში ევროკავშირის როლის შესახებ. ამასთან, ახალგაზრდები ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ყველაზე მეტად საფრთხეებს ხედავენ ტრადიციების დაკარგვის (30,1%) და  რუსეთის მხრიდან საფრთხის გაზრდის (27.5%) კუთხით.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა CRRC-ის მიერ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ინიციატივით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა – „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება“. CRRC-ის კვლევის თანახმად,  ევროკავშირისადმი მხარდაჭერის მაჩვენებელი უფრო მაღალია ქალაქში მცხოვრები, დასაქმებული, მაღალშემოსავლიანი და უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის ჯგუფებში. ასაკობრივ ჭრილში კი სხვაობა შედარებით მცირეა. CRRC-ის კვლევითაც დადასტურდა, რომ მოსახლეობა ძირითადად ტელევიზიიდან იღებს ინფორმაციას.

კვლევების პრეზენტაციების შემდეგ  მოწვეულმა ექსპერტებმა აუდიტორიას გააცნეს მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს კომუნიკაციის სახელმწიფო სტრატეგია. მოყვანილი იყო ესტონეთის გამოცდილება. საუბარი ასევე შეეხო  რუსული პროპაგანდის გამოწვევებს და მასთნ გამკლავების გზებს. თავის მხრივ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა დამსწრე საზოაგდოებას  მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები წარუდგინა.

დისკუსიაზე ძირითადად შემდეგი საკითხები/რეკომენდაციები გამოიკვეთა:

  • ევროინტეგრაციის შესახებ კომუნიკაციის პროცესში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სხვადასხვა სახელმწიფო უწყების როლი.
  • ქვეყნის პრემიერმინისტრი უნდა იყოს წამყვანი ევროინტეგრაციის შესახებ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესში, მთავრობის მესიჯები კი კოორდინირებული უნდა იყოს.
  • მნიშვნელოვანია არა იმდენად ინფორმაციის რაოდენობა, რამდენადაც ხარისხიანი და მოსახლეობისთვის მარტივად გასაგები ინფორმაციის მიწოდება;
  • აქცენტი უნდა გაკეთდეს ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესაბამისად მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე;
  • აუცილებელია სახელმწიფო უწყებებში კვალიფიციური სპიკერების და საზოგადოებისთვის  ცნობილი სახეების გამოყენება;
  • უფრო პროაქტიულად უნდა გავრცელდეს განათლების სფეროში გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია;
  • კომუნიკაცია მორგებული უნდა იყოს რეგიონების მოსახლეობისა და კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე;
  • მნიშვნელოვანია ტელევიზიის როგორც ინფორმაციის წყაროს უფრო ხშირი გამოყენება.
  • საჭიროა ევროკავშირის და ზოგადად დასავლური დახმარების კონკრეტული მაგალითების პოპულარიზაცია. განსკუთრებული ხაზი უნდა გაესვას დასავლეთის წვლილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით;
  • მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით სარგებლობის წარმატებული მაგალითების პოპულარიზაცია.

ACCESS-ის დაფინანსებით მედიის განვითარების ფონდი ამჟამად „ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის“ განხორციელების შეფასებას ატარებს, რომლის შედეგები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და ასევე გახდება ფართო დისკუსიის საგანი.

კვლევის ანგარიში – ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი – სექტემბერი, 2015

1a 1aa 2a 2aaa 3 3a 4a 5 5a 6 6a 7a 8a (2) 8a 9 9a 10 10a 11 12 (2) 12

Related Articles

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*