ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

18 დეკემბერს, 16:00 საათზე რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (კოსტავას ქ. 22), ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენენ რუსთავის ვიცე-მერი, მერის მოადგილე და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ასევე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე მოწვეულები არიან არასამთავრობო ოტრგანიზაციების, მედიისა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები. დასწრება თავისუფალია.

დანატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით რუსთავის დემოკრატიული ცართულობის ცენტრის კოორდინატორს, ლიანა ჩარკვიანს (599 53 88 03) და კოორდინატორის მოადგილეს, ანა მელაშვილს (599 23 27 37).

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*